თურქეთის ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა

სირიის ტერიტორიიდან თურქეთის ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი რაკეტა სახლის ეზოში ჩავარდა, ხოლო ორი – მინდორში აფეთქდა.
ქალაქი კილისი სირიის საზღვრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ის სირიის მხრიდან ადრეც დაბომბილა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დროს ამ ტერიტორიის დაბომბვის გამო 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები