პუტინმა ახსნა, თუ რატომ შეიწყალა ნადეჟდა სავჩენკო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინამ ახსნა, თუ რატომ შეიწყალა მან უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო.
მისი თქმით, სავჩენკო ორ რუს სამხედროში გაცვალეს, რომელთა დაბრუნება რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მისი „ნომერ პირველი ამოცანა“ იყო.
„არანაირი კავშირი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მინსკის შეთანხმებებთან არა აქვს. ამ დოკუმენტებში დონბასში დაკავებული პირების გაცვლაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სავჩენკოს შეწყალების საკითხს ის უკრაინის პრეზიდენტთან განიხილავდა, მაგრამ ეს საკითხი „სავჩენკოს გამო დაღუპული რუსი ჟურნალისტების ნათესავების თანხმობის გარეშე ვერ გადაწყდებოდა“.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 25 მაისს სამშობლოში დაბრუნდა. წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მისი შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა.
პარალელურად უკრაინის ლიდერმა დონბასში დაკავებული პორი რუსი სამხედრო ალექსანდროვის და ეროფეევის შეწყალებას ხელი მოაწერა. სავჩენკოს და რუსი სამხედროების გაცვლა დონის როსტოვის აეროპორტში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები