დავით საყვარელიძის თქმით, ახალი პარტიის იდეოლოგი მიხეილ სააკაშვილი იქნება

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი „მოძრაობა განწმენდისთვის“ პარტიად გარდაიქმნება. ამის შესახებ საყვარელიძემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მიმდინარეობს სხვადასსხვა პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონსულტაციები, რათა უკრინაში პირველი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შეიქმნას“ – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, პარტიის შემადგენლობაში დიდი ალბათობით შევლენ სერგეი ლეშენკო და მუსტაფა ნაიემი, რომლებთან ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს.
საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიის შემადგენლობაში „აუცილებლად შევა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი“. მისი თქმით, ოდესის გუბარნატორი „პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი და დრაივერი გახდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები