ფალუჯაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

ერაყის ქალაქ ფალუჯაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მახერ ალ-ბილავი მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ის ამერიკული ავიაციის დარტყმის შედეგად იყო განადგურებული.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღეებში ავიაციამ ისლამისტების პოზიციებზე 20-ზე მეტი იერიში მიიტანა, რის შედეგად 70-ზე მეტი „ბოევიკი“ იყო განადგურებული.
ამჟამად ერაყის არმია ფალუჯას გათავისუფლების ოპერაციას ატარებს. გაეროს მონაცემებით, ქალაქის დატოვება 50 ათასმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები