ყირგიზეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ყირგიზეთის ბატკენის ოლქში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მეწყერი კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწია. ინციდენტი ოში-აიდარკენის გზის მონაკვეთზე მოხდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გზაზე ძლიერი მეწყერი ჩამოწვა. იმ დროს იქ НondaCRV-ის მარკის ავტომობილი იყო, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მეწყერმა ავტომობილი წაიღო.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა ორი ბავშვი გადაარჩინეს, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წყლის და მიწის ნაკადმა ხიდები დაანგრია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამო რამდენიმე სოფელი დენის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები