ისრაელი თურქეთის ტერიტორიით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აპირებს

ისრაელისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ამის შესახებ სტამბოლში ისრაელის კონსულმა შაი კოხენმა განაცხადა.„მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ისრაელისთვის გაზის ტრანსპორტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი თურქეთზე გადის. ამ პროექტის ამოქმედება მხოლოდ დროის ამბავია“, – განუცხადა ისრაელელმა დიპლომატმა სააგენტო „ანადოლუს“.
თურქეთი და ისრაელი რამდენიმე წლის წინ სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, მაგრამ ანკარასა და იერუსალიმს შორის ურთიერთობები ღაზას სექტორთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციამ გაამწვავა. ამჟამად მხარეები ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები