თურქეთი 2018 წელს უახლეს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

თურქეთის 2018 წელს უახლეს ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს F-35-ს მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის სამრეწველო კომპლექსის სამდივნოს ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ამ ტიპის თვითმფრინავების მომსახურების ცენტრი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უახლესი თვითმფრინავების პირველ პარტიას აშშ ნორვეგიას, ჰოლანდიას, ხოლო შემდეგ თურქეთს მიაწვდის. თვითმფრინავების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. F-35 მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავია, რომელსაც ავიაგამანადგურებლის გარდა, ბომბდამშენის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები