ბარაკ ობამა ჰიროსიმაში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა 1945 წელს ატომური ბომბი ჩამოაგდეს. ობამა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბარაკ ობამა და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ჰიროსიმაში მემორიალურ პარკს ეწვივნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისი თქმით, ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებამ თვალნათლივ აჩვენა, რომ კაცობრიობას საკუთარი თავის განადგურება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები