ერაყში რამდენიმე ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ერაყში ტერაქტების სერიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ხუთი ადამიანი ქალაქ ტარმიაში სახლის ჩხრეკის დროს მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა, სამი სამხედრო დაიჭრა. ბაღდადის სამხრეთ ნაწილში კი ბომბის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ოთხი ადამიანი ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიღუპა. ბაღდადში ტერაქტების შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები