„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთს სანქციები გაუგრძელა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევის კემერონმა, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქცოების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„სანქციების გაგრძელება უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სანქციები მანამდე უნდა მოქმედებდეს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა კემერონმა.
სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შემოიღეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა დასავლეთს კონტრსანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები