ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.
G7-ის სამიტი იაპონიაში ხუთშაბათს გაიხსნა. მისი მონაწილეები მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობას და მიგრაციულ კრიზისს განიხილავენ. ასევე საუბარია კიბერუსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე.
ცნობისთვის, „დიდ შვიდეულში“ აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები