მიხეილ გორბაჩოვს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს ხუთი წლით ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გორბაჩოვის განცხადებები გახდა, რომელმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა.
რამდენიმე დღის წინ 85 წლის გორბაჩოვმა გაზეთ Sunday Times-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადგილზე ყირიმთან დაკავშირებით იგივეს მოიმოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები