სომხეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სამხედრო მოკლეს

სომეხი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს ქვეყნის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის სახელია აკოპ გევორქიანი და მას გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტის დღეს გევორქიანსა და მეორე სამხედრო მოსამსახურეს, რიგით კოსობოგლიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამ დროს კოსობოგლიანმა გევორქიანს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები