ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიაში
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე იტალიის ქალაქ ბარიში იტალიის ბიბლიოთეკათა ასოციაციის პრეზიდენტს ვალდემარო მორჯეზესა და ბარის რეგიონალური ბიბლიოთეკის დირექტორს დანიელა დალოიზოს შეხვდა. ქალბატონ თეონა კასარელის დიდი დახმარებით ქალაქ ბარის რეგიონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ქართული გამოცემები იტალიაში უკვე ჩაიტანეს. ამდენად, ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი მკითხველი ქართული წიგნებით უახლოეს მომავალში ისარგებლებს.