WhatsApp-ის მომხმარებლები ვირუსების თავდასხმის ობიექტები გახდნენ
მესენჯერ WhatsApp-ის მომხმარებლები ვირუსების თავდასმის ობიექტები გახდნენ. გამოცემა blitzquotidiano.it-ის ინფორმაციით, WhatsApp-ის მომხმარებლები თაღლითებისგან იღებენ შეტყობინებას, რომ გადმოწერონ „WhatsApp Gold“ — „ექსკლუზიური“ ვერსია. სინამდვილეში კი ეს ვირუსული პროგრამაა და ის სმარტფონს სერიოზულად აზიანებს.
ჰაკერების ცნობით, ახალი აპლიკაციის შესაძლებლობები მოიცავს ერთი მესიჯით ასობით სურათის გაგზავნის საშუალებას, ახალ ემოციებს, ვიდეოზარს, გაზრდილ უსაფრთხოებასა და მრავალ სხვა ფუნქციას.
რეალურად კი პროგრამის ჩამოტვირთვა თქვენს სმარტფონს დააზიანებს და ის კიბერ-დამნაშავეებს შესაშლებლობას მისცემს მოიპარონ თქვენი პირადი მონაცემები და აკონტროლონ თქვენი მოძრაობა და აქტივობა.
როგორც WhatsApp-ი იტყობინება, კომპანია დაბლოკავს ყველა მომხმარებელს, თუკი მათ ტელეფონში ეს ვირუსული აპლიკაცია აღმოჩნდება.
კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, წაშალონ თაღლითების მიერ შეთავაზებული აპლიკაცია და 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ WhatsApp-ის გამოყენებისგან.