ირანში ქალები მამაკაცებივით იცვამენ
ირანში ქალებმა თმები შეიჭრეს და მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვეს, რათა სპეციალურ პოლიციას დაემალონ, რომელიც ქალების ქცევას აკვირდება. ირანში ქალებს, რომლებსაც ჰიჯაბი არ აფარიათ, ჯარიმა ეკისრებათ. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება. ამ აქციის ზოგიერთმა აქტივისტმა ფოტოები ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ზოგიერთ მათგანს თმები აქვს შეჭრილი, სხვებს კი მამაკაცის ტანსაცმელი აცვიათ. ჰიჯაბის ტარება ბოლო დროს ირანში სერიოზული კამათის საგანი გახდა. ქალები ამ და სხვა წესების წინააღმდეგ აქციებს მართავენ.