საფრანგეთის პოლიციამ კომპანია „გუგლის“ პარიზის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
საფრანგეთის პოლიციამ მსოფლიოში უდიდესი სამძებრო სისტემის კომპანია „გუგლის“ პარიზის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საფრანგეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ „გუგლის“ ვალი საფრანგეთის ბიუჯეტისადმი 1,6 მილიარდ ევროს შეადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკაში პოლიციის ასამდე თანამშრომელი მონაწილეობს. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ კომპანიები: „გუგლი“, „იაჰუ“ და სხვა ინტერნეტგიგანტები მრავალმილიონიან მოგებას ნახულობენ მათ ბაზარზე, მაგრამ ამ კომპანიებზე სხვა ქვეყნების საგადასახადო იურისდიქცია ვრცელდება, სადაც გადასახადები ბევრად ნაკლებია.