ბრაზილიაში მოიპარეს კომპიუტერი, სადაც „ზიკას“ ვირუსზე მასალები ინახებოდა

ბრაზილიელმა მეცნიერმა ამილკარ ტონურიმ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებმა მისი ლეპტოპი მოიპარეს, სადაც „ზიკას“ ვირუსთან ბრძოლის კვლევების შედეგები ინახებოდა. ამის თაობაზე გამოცემა rg.ru იუწყება.
ინციდენტი სანტოს-დიუმონის აეროპორტში მოხდა. როგორც მეცნიერი იუწყება, კომპიუტერში ორი კვლევის შედეგები ინახებოდა. ერთ-ერთი მათგანი წამლის შექმნას ეხებოდა, რომლითაც „ზიკას“ ვირუსით გამოწვეული გართულებების ნეიტრალიზება უნდა მოხდეს. ვინაიდან შედეგების ასლები არ არსებობს, ახლა მათი ჩატარება მეცნიერს თავიდან მოუწევს. ამილკარ ტანური ამბობს, რომ ლეპტოპის დაკარგვით გამოწვეული ზარალი 5 ათას დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები