სირიაში რუსული ავიაბაზა „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაანადგურა (ვიდეო)

ამერიკული კომპანია Stratfor-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ სირიაში, დასახლება ტიასის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ავიაბაზა სერიოზულად დაზიანდა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შეტევის შედეგად. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დამწვარი ვერტმფრენები და შენობის ნანგრევები ჩანს.
მანამდე გადაღებულ ფოტოებთან შედარებით Stratfor-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფრენ ბოლოკზე მი-24-ის ტიპის დამწვარი ვერტმფრენებია, ხოლო დანგრეულ შენობაში ადრე საწყობი იყო განთავსებული. Stratfor-ის ინფორმაციით, რუსული ავიაბაზა რამდენჯერმე დაიბომბა. მას „ბოევიკებმა“, სავარაუდოდ, სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები