მინსკში სკოლის მოსწავლემ პედაგოგი დაჭრა

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში სკოლის მოსწავლემ პედაგოგი მძიმედ დაჭრა. ინციდენტი მინსკის 74-ე გიმნაზიაში მოხდა.
ბელორუსიული მედიის ცნობით, ოთხმა მოსწავლემ მასწავლებელი კლასში ჩაკეტა და ბავშვების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. კონფლიქტის დროს 58 წლის პედაგოგს კისერში ბასრი საგანი ჩაარტყეს. ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი მოზარდი, რომელსაც მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. დაჭრილი მასწავლებელი ამჟამად საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები