ჯონ ქერი სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციების შესაძლებლობა განიხილეს.
„ყურადღების ცენტრში იყო სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ რუსეთის წინადადება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა კვლავ მოითხოვა ხაზის გავლება სირიის ზომიერ ოპოზიციას და მოძრაობა „ჯაბხათ-ან ნუსრას“ შორის, რომელსაც მოსკოვი ტერორისტულ დაჯგუფებებთან აიგივებს. საუბარი შეეხო ასევე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები