ისრაელმა ეგვიპტეს ძველი არტეფაქტები დაუბრუნა

ისრაელმა ეგვიპტეს ფარაონების სარკოფაგების თავსახურები დაუბრუნა, რომლებიც ქვეყანაში კონტრაბანდული გზით მოხვდა. ისრაელის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს, რომ ეგვიპტისთვის ფარაონების ეპოქის არტეფაქტების დაბრუნება ეგვიპტელ პარტნიორებთან ნაყოფიერი დიალოგის და თანაშმრომლობის გაღრმავების შედეგია. ეგვიპტური არტეფაქტების გადაცემის ცერემონიაში, რომელიც იერუსალიმში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორი გოლდმა და ეგვიპტის ელჩმა ისრაელში ხაზემ ხაირატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები