ინდოეთმა მრავალჯერადი რაკეტა კოსმოსში გაუშვა
პირველად ქვეყნის ისტორიაში ინდოეთმა მრავალჯერადი რაკეტა კოსმოსში გაუშვა. მისი გაშვების მთავარი მიზანი იყო ფრენის ტექნოლოგიის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება, რასაც მომავალში რაკეტის გაუმჯობესებისთვის, ასევე მისი დაფრენისთვის აუცილებელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის შესაქმნელად გამოიყენებენ.
აფრენიდან 20 წუთში რაკეტა RLV-TD 70 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და შემდეგ ბენგალის ყურეში ვირტუალურ ასაფრენ-დასაფრენ პლატფორმაზე დაეშვა. აპარატის შექმას ხუთი წელი დასჭირდა და ამისთვის 14 მილიონი დოლარი დაიხარჯა. RLV-TD-ის სიგრძე 6,5 მეტრია, ხოლო მასა 1,75 ტონა.