ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება

24-25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება. საღამოზე შესრულდება გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის სიმღერები, რომელთა არანჟირება სპეციალურად ამ კონცერტისთვის გაკეთდა. მსმენელის წინაშე წარდგებიან: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი ,,რუსთავი“, ეკა მამალაძე და ვახტანგ კახიძე.
პროექტი თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა. ”
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 12 მაისს ლეგენდარული ჯგუფის Take6-ის კონცერტით გაიხსნა. 2016 წლის ფესტივალის პროგრამაში ასევე იყო ჯაზის ლეგენდა ივან ლინსი. ფესტივალი, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში, 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები