ქართველი ტენორი პლასიდო დომინგოსთან იმღერებს

ახალგაზრდა ქართველი ტენორი, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი ოთარ ჯორჯიკია მსოფლიოს ვარსკვლავთან, პლასიდო დომინგოსთან ერთად იმღერებს.
ოთარ ჯორჯიკია ახლახან მიიწვიეს მარიინსკის თეატრში, სადაც 27 მაისს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “სიმონ ბოკნეგრა” პარტნიორობას დომინგოს გაუწევს. სპექტაკლს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი ვალერი გერგიევი უდირიჟორებს. “სიმონ ბოკნეგრა” ქართველმა ტენორმა მარიინსკის თეატრში პირველად 22 მარტს იმღერა. ახლა უკვე მეორედ პლასიდო დომინგოსთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე ფესტივალ “თეთრი ღამეების” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები