რობერტინო ლორეტი საქართველოში ჩამოდის

მსოფლიო ლეგენდა, ცნობილი იტალიელი მომღერალი რობერტინო ლორეტი საქართველოში ჩამოდის. 70 წლის ხელოვანი მონაწილეობას მიიღებს მუსიკალურ საღამოში “ოქროს ხმა”, რომელიც მსოფლიო ტურის ფარგლებში გაიმართება.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში რობერტინო ლორეტისთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება ბათუმის საოპერო დასის სოლისტი, ტენორი ირაკლი კახიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრი, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტები და დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი. იტალიელი მომღერლის კონცერტი ბათუმში 27 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები