ავსტრიის პრეზიდენტის არჩევნებზე ნაციონალისტი ლიდერობს

ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მიგრაციის მოწინააღმდეგე და ევროსკეპტიკოსი ნორბერტ ხოფერი ლიდერობს. ამის შესახებ არჩევნების წინასწარი მონაცემები მეტყველებს. ხოფერმა თავის მოწინააღმდეგეს, „მწვანეთა“ პარტიის ყოფილ ლიდერს ალექსანდრე ვან დერ ბელენს სამი პროცენტით გაასწრო. არჩევნების პირველი ტური 24 აპრილს გაიმართა. მაშინ არჩევნებში ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. ამასთანავე, მმართველი კოალიციის კანდიდატებმა ლიდერობა ვერ მოიპოვეს. ავსტრიის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი საკმაოდ შეზღუდული უფლებებით არის აღჭურვილი. მას საერთო არჩევნებით ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები