ტყის ხანძარი კანადის ალბერტის პროვინციის მეზობელ რეგიონზეც გავრცელდა

ტყის ხანძარი, რომელიც კანადის ალბერტის პროვინციაში მძვინვარებდა, მეზობელ – სასკაჩევანის რეგიონშიც გავრცელდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ რეგიონში ცეცხლმა უკვე 700 ჰექტარის ფართობის ტყე გაანადგურა. უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მხოლოდ 30 კილომეტრი რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ ალბერტის პროვინციის ქალაქ მაკ მარეიდან 80 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია 7 მილიარდი დოლარი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები