დავით კინწურაშვილი: „სამოსელი პირველი“ ვიზუალურად ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება!

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის” შესახებ „რეპორტიორში” გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გრანდიოზული პროექტი მაყურებლისთვის დიდი სიახლე და ლამაზი სანახაობა იქნება.
„ჩვენი თეატრი მოხარულია, რადგან ჩვენს სცენაზე შესრულდება ეს გრანდიოზული პროექტი. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ეს იქნება დიდი სიახლე, რასაც ჩვენს მაყურებელს, მსმენელს შევთავაზებთ. სასიხარულოა, რომ ასეთი შემოქმედებითი კოლექტივი შეიკრიბა.
 ჩვენი მსახიობები, მუსიკოსები, ბალეტი ულამაზეს წარმოდგენას შესთავაზებს მაყურებელს.
ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის ტექნიკური შესაძლებლობები და ეს იქნება ვიზუალურად ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი სანახაობა. მაყურებელი იხილავს ლამაზ სანახაობას ასეთ კარგ შემადგენლობასთან ერთად.
 რეპეტიციები ინტენსიურად მიმდინარეობს, ყველას ძალიან კარგი განწყობა აქვს და მოლოდინიც დიდია”, – ამბობს დავით კინწურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები