„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“

ბრიტანეთის საბჭოს, ხელოვნების სასახლის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის, შ. რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის და ევროპული სკოლის ერთობლივი პროექტის – „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ – ფარგლებში, თითქმის ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ონლაინგამოკითხვა ათ-ათი ყველაზე პოპულარული ციტატის შესარჩევად რუსთაველის და შექსპირის შემოქმედებიდან.
21 მაისს, 20 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ხელოვნების სასახლის კედელზე პროექტორის მეშვეობით წარმოგიდგენთ ონლაინგამოკითხვით გამოვლენილ ციტატებს.
პროექტის შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს ციტატები დაედება საფუძვლად კონკურსს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის. პროექტის თითოეული პარტნიორი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ბრიტანული შემოქმედებითი აზროვნების ამ ორი მწვერვალის შემოქმედების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი, ერთი მხრივ, პატივს მიაგებს ამ ორი გენიოსის შემოქმედებას და, მეორე მხრივ, თანამედროვეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უკეთ გააცნობს მათი შემოქმედების მნიშვნელობას და ვინაიდან ეს ორი შემოქმედი და მათი იდეები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ოდესმე. 2016 წელი ორი გენიოსის – შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის – საიუბილეო წელია. მათი შემოქმედება დღესაც ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ. შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავის აღნიშვნით გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ მსოფლიო დონის ხელოვანთა შემოქმედება.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები