„მოდი ღამე მუზეუმში“ – ხელოვნების სასახლის პროექტი

21 მაისს 23 სათზე „მოდი ღამე მუზეუმში“, ანუ ხელოვნების სასახლეში, სადაც სინათლის ულამაზესი შოუ გაიმართება. მრავალსაუკუნოვანი სასახლის კედლებზე ღამის სიბნელეში მუზეუმში დაცული ექსპონატები ვირტუალურად ამოძრავდებიან, ამღერდებიან და მაყურებლის წინაშე აცეკვდებიან კიდეც. ასევე სასახლის კედლებზე წაიკითხავთ შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატებს, ფრაზებს, რომელიც ორი დიდი გენიოსის იუბილეს ეძღვნება. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შ. რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი და ევროპული სკოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები