ანა ჩუბინიძე ანიმაციურ ფილმზე „ფოლიმაჟის“ წარმომადგენელთან ერთად მუშაობს

 

ანა ჩუბინიძე ანიმაციურ ფილმზე “ჯიბის კაცი” ცნობილი ფრანგული ანიმაციური სტუდიის – “ფოლიმაჟის” წარმომადგენელთან, მარიონ შარიესთან ერთად მუშაობს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.
“ჯიბის კაცი” პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია იქნება. ერთი წლის წინ ანა ეროვნული კინოცენტრის, ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და “ნიქოზის” კინოფესტივალის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ახალგაზრდა ანიმატორმა მოიპოვა შესაძლებლობა, ანესში საკუთარი პროექტი წარედგინა. სწორედ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ფესტივალის კინობაზრობაზე დაინტერესდა მისით “ფოლიმაჟი” და ტელეკომპანია Canal+.
ამჟამად ქართველი ანიმატორები ფილმზე ფრანგ კოლეგასთან, მხატვარ-ანიმატორ მარიონ შარიესთან ერთად, მუშაობენ. მარიონ შარიე თბილისს დღეს დატოვებს. ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი”კინოსტუდიის “კვალი XXI” ბაზაზე იქმნება. მისი დასრულება 2016 წლის დეკემბრის თვეში იგეგმება, მანამდე კი მის ნაწყვეტს “ნიქოზის” ანიმაციური ფილმების ფესტივალზე უჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ცენტრი ნაწარმოების წიგნად გამოშვებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები