ბრიტანელი მეცნიერები – 2050 წლისთვის სუპერბაქტერიები წელიწადში 10 მილიონ ადამიანს მოკლავენ

2050 წლისთვის ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიები წელიწადში 10 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც კვლევების ავტორი ჯიმ ო’ნილი აცხადებს, ეს მეტია, ვიდრე სიმსივნით დაღუპული ადამიანების რაოდენობა. ო’ნილი მოუწოდებს სპეციალისტებს, ახალი ტიპის ანტიბიოტიკები სასწრაფოდ გამოიგონონ და ექიმებს სუპერბაქტერიების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, თუ შესაბამის ზომებს სასწრაფოდ არ მიიღებენ, 2050 წლისთვის სუპერბაქტერიებისგან ზარალი წელიწადში 100 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ო’ნილი მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დღეს არსებული ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელი გამოყენება არ დაუშვან და ყველა ახალი ანტობიოტიკის შექმნაში კომპანიებს 1 მილიარდი დოლარი გადაუხადონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები