მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. NISSAN-ის მარკის ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ სანაპიროს მოაჯირი გაანგრია.
მანქანა მტკვარში არ გადავარდნილა, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
რაც შეეხება ორი დღის წინ მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს, მაშველები ისევ აგრძელებენ ძებნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები