თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „კვირას“ ინფორმაციით შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ‘ბუდა” ბარის შენობასთან  რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სანაპიროზე მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლმა მუბუქი დაზიანებები მიიღო და ის თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები