“კონცერტამდე საჩვენებელი მასტერკლასი უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა”

ანსამბლმა “ერისიონმა” უკრაინის 5 ქალაქში რამდენიმე კონცერტი გამართა. როგორც ანსამბლის სოლისტი მიშიკო კობახიძე აცხადებს, თითოეულმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
mishiko
“გავემგზავრეთ უკრაინის 5 ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის. თითოეულმა კონცერტმა ყველა ქალაქში ანშლანგით და აღფრთოვანებით ჩაიარა. ეს გასვლა ანსამბლისთვის არ იყო პირველი, ვინაიდან ერისიონი დიდი მოწონების გამო ხშირი სტუმარია, როგორც მრავალი სხვა ქვეყნის, ასევე უკრაინის. ანსამბლი სანამ კონცერტს გამართავდა საჩვენებელი მასტერკლასი უკრაინის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სადაც ანსამბლის მცირე ნაკადმა მიიღო მონაწილეობა. ამ წამყვან ნაკადში ანსამბლს წარვადგენდი მე. ეს ჩემს კარიერაში დასამახსოვრებელი კონცერტები იყო, რადგან როგორც უცხოელ მაყურებელს, ასევე ქართველ ემიგრანტებს უკრაინაში სიამოვნება მიანიჭა”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები