შუმახერს მეუღლე კლინიკას აუშენებს

   ავტომრბოლელის ნათესავები უკვე შეეგუვნენ იმ აზრს, რომ მიხაილ შუმახერი სიარულს ვეღარ შეძლებს.
გერმანელი მრბოლელი მიხაილ შუმახერი კომაში იმყოფება. მისი მეუღლე საგანგებოდ შუმახერისთვის შვეიცარიაში ოჯახის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე კარგად აღჭურვილი სამედიცინო პუნქტის გახსნას აპირებს, რომელიც 10 მილიონი ფუნტი დაჯდება. ამის შესახებ „დეილი მეილი” წერს. კორინა შუმახერი მედპუნქტის აღჭურვილობაზე ოჯახის ქონების ნახევარს დახარჯავს, რომელიც 500 მილიონ ფუნტს შეადგენს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი ფიქრობენ, რომ შუმახერი სიარულს ვეღარ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 29 დეკემბერს „ფორმულა 1-ის“ შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთში, მერიბელში, თხილამურებზე სრიალისას წაიქცა და დაშავდა. მან დაზიანება თავის არეში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები