ვიტალი კლიჩკომ პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა
ვიტალი კლიჩკომ პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა და პოროშენკო პარტია “უდარის” პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კლიჩკო კიევის მერის პოსტისთვის იბრძოლებს. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს არის დაგეგმილი. უკრაინაში ჩატარებული სხვადასხვა სოციალური გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 25% საპრეზიდენტო არჩევნებში უფრაქციო დეპუტატს და კომპანია “როშენის” მფლობელს პეტრო პოროშენკოს უჭერს მხარს.