უკრაინაში პრეზიდენტობის მსურველი კიდევ სამი კანდიდატი დარეგისტრირდა

   უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის მსურველი კიდევ სამი კანდიდატი: ვადიმ რაბინოვიჩი, სერგეი ტიგიპკო და მიხაილ დობკინი დაარეგისტრირა. ამ დროისთვის უკრაინის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სულ ხუთი ოფიციალური კანდიდატი აპირებს მონაწილეობას.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მანამდე რენატა კუზმინა და იური ბოიკო დაარეგისტრირა. პრეზიდენტობის კანდიდატებს საბუთების წარდგენის ვადა 30 მარტამდე აქვთ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი კანდიდატების დარეგისტრირება 4 აპრილს უნდა დაასრულოს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ბიზნესმენი და უფრაქციო დეპუტატი პეტრო პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ მან ვინიცას მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები