პარლამენტმა „კონსერვატორების“ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი განიხილა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდბელები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, შესვენება გამოცხადდა.
პლენარულმა სხდომამ უმრავლესობის საკონსტიტუციო წინადადებაზე იმსჯელა, რომელიც ”კონსერვატორმა” დეპუტატმა გიგა ბუკიამ წარადგინა. აღნიშნული პროექტი პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის ინიცირებული და ის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.
ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება. ამასთან, 28 აპრილის სესიაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები