პუტინი და ობამა ერთობლივ მუშაობაზე შეთახმდნენ

   რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება დნესტრისპირეთის პრობლემებზე გაამახვილა. ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია აღნიშნული. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა, განიხილონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში ერთობლივი მუშაობის ასეთ კონკრეტულ პარამეტრებს რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ.
“რუსეთის პრეზიდენტმა ბარაქ ობამასთან საუბარში ყურადღება გაამახვილა დნესტრისპირეთის ფაქტობრივ გარე ბლოკადაზე, რაც რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობების არსებით გაუარესებას იწვევს, ხელს უშლის მათ გადაადგილებასა და ნორმალურ სავაჭრო და ეკონომიკურ საქმიანობას. პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის პრობლემის სამართლიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირების მომხრეა და დაინტერესებულია არსებული მოლაპარაკებების ფორმატის “5+2″-ის ეფექტიანად მუშაობაში”, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები