პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იუსუფ რაზა გილანის შვილი, რომელიც ავღანეთში გაიტაცეს, აშშ-ის და ავღანეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის შვილს სამედიცინო შემოწმების შემდეგ პაკისტანში გადაიყვანენ. ალი ჰაიდერ გილანი სამი წლის წინ ქალაქ მულტანში გაიტაცეს, როდესაც ის პაკისტანის სახალხო პარტიის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. გატაცების უკან ავღანეთის რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ დგას, რომელიც პაკისტანის ტერიტორიაზეც მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები