ტაჯიკეთში ტერორისტები დააკავეს, რომლებიც დუშანბესა და მოსკოვში ტერაქტებს ამზადებდნენ
რუსეთის და ტაჯიკეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავეს, რომლებიც 9 მაისს დუშანბესა და მოსკოვში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. დაკავების მომენტში ერთ-ერთმა „ბოევიკმა“ სამართალდამცველ ორგანოებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და დაჭრეს. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები რუსეთის ტერიტორიაზე ვერ დააკავეს. დაკავებულები ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. ჩხრეკის დროს პოლიციამ ავტომატები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.