კანადის ქალაქ მაკ-მარეიში ხანძარმა სახლების 20 პროცენტი გაანადგურა
კანადის ალბერტის პროვინციის ქალაქ მაკ-მარეიში ხანძარმა სახლების 20% გაანადგურა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივი პარლამენტის წევრის, დევიდ იურდიგის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრება აღდგეს, წლებია საჭირო. კანადის ამ ნაწილში ტყის ხანძარი უკვე ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს. მაკ-მარეის სიახლოვეს კანადაში უდიდესი ნავთობის მარაგი მდებარეობს. მაკ-მარეიდან 100 ათასამდე ადამიანი იყო ევაკუირებული. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტემპერატურის კლების გამო მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლა გაუადვილდებათ და ხანძრის ყველაზე რთული ეტაპი უკვე დაძლეულია.