სლოვაკეთ-უნგრეთის საზღვარზე სირიელი ლტოლვილი დაიჭრა
სლოვაკეთ-უნგრეთის საზღვარზე გადასვლისას სირიელი ლტოლვილი ქალი დაჭრეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სლოვაკმა სამხედროებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის მძღოლმაც მანქანა არ გააჩერა. მიგრანტმა ქალმა ჭრილობა მიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი ზურგიდან ტყვია ამოიღეს. სლოვაკეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ავსტრიის მიერ საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ლტოლვილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.