ავღანეთში „თალიბანის“ ხუთი საველე მეთაური მოკლეს

ავღანეთის ქუნდუზის პროვინციაში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად „თალიბანის“ ხუთი საველე მეთაური მოკლეს. ავღანური მედიის ცნობით, „ბოევიკები“ საჰაერო შეტევის შედეგად გაანადგურეს. ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა დავლათ ვაზირიმ განაცხადა, რომ ბოლო თვის განმავლობაში „თალიბანის“ რიგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა განადგურდა. მისივე თქმით, თუ ადრე ასეთ ოპერაციებს ნატოს შეიარაღებული ძალები ატარებდნენ, ახლა ამას ავღანელი სამხედროები აკეთებენ. ვაზირიმ აღნიშნა, რომ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ჩატარებულ არცერთ ბოლო ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები