ფინეთში ნატოს გამანადგურებლები ჩაფრინდნენ

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რვა გამანადგურებელი ფინეთში ჩაფრინდა. თვითმფრინავები ფინურ-შვედურ წვრთნებში “Cross Border Training” მიიღებენ მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები 20 მაისამდე გაგრძელდება.
ფინეთის სახელმწიფო თავდაცვის კომისიის თავმჯდომარის, ილკა კანერვას განცხადებით, წვრთნების ჩატარება ამერკელების ევროპული მიმართულებით საქმიანობის დაინტერესებაზე მეტყველებს.
„ეს რუსეთის გაძლიერებული აქტიურობით არის გამოწვეული“, – აღნიშნა კანერვამ.
შეგახსენებთ, რომ ფინეთი – ნატოს წევრი არ არის. „მსოფლიოს მეგობრების“ აქტივისტების განცახდებით, დღეს, 9 მაისს, ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად ისინი ფინეთის ავიაბაზის პიკეტირებას გეგმავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია აქციის შესახებ და საკუთარი რესურსებით ვემზადებით. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ და, იმედი გვაქვს, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდება“, – განაცხადა ავიაბაზის შტაბის ხელმძღვანელმა იონი მაჰონენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები