პან გი მუნი: დევნილები და მიგრანტები იმ ქვეყნების განვითარებას უწყობენ ხელს, რომლებიც მათ იღებენ
დევნილები და მიგრანტები იმ ქვეყნების განვითარებას უწყობენ ხელს, რომლებშიც ისინი ჩადიან. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა გაზეთ El País-სთან ინტერვიუში განაცხადა. მიგრაციულ კრიზისთან ბრძოლის კონტექსტში გაეროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა „ეფექტიანი კოლექტიური ქმედებების“ აუცილებლობას.
პან გი მუნი მიიჩნევს, რომ დევნილები საფრთხეს არ წარმოადგენენ, პირიქით, ისინი „იმ ქვეყნების ზრდას და განვითარებას შეუწყობენ ხელს, რომლებიც მათ იღებენ“.
„რაც უფრო უკეთესად ჩაივლის შემოსულთა ინტეგრაცია, მით უფრო დიდი იქნება მათი წვლილი საზოგადოების განვითარებაში“, – აღნიშნა პან გი მუნმა.
მან ასევე დევნილების მიმართ დისკრიმინაციისგან თავის შეკავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ველი, რომ გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება, დევნილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის გზას გვიჩვენებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ლიდერები ამ საკითხების შესახებ გლობალური თანამშრომლობის განმტკიცებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ“, – განაცხადა პან გი მუნმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ აუცილებელია კონტრაბანდისტებთან ბრძოლის ორჯერ გაძლიერება.