კემერონი – ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ევროპის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლა ევროპას პრობლემებს შეუქმნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ყოველთვის, როდესაც ჩვენ ევროპას ზურგს ვაქცევდით, შემდეგ ამაზე სერიოზულად ვნანობდით. შემდეგ უკან დაბრუნება გვიწევდა და ეს მაღალ ფასად გვიჯდებოდა“, – განაცხადა კემერონმა.
კემერონის თქმით, დიდი ბრიტანეთის და ევროპის ბედი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ამაზე მიუთითებს ისეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა ვატერლოოს და ტრაფალგარის ბძოლები, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომები. კემერონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი, ყველა შეცდომის მიუხედავად, შეიარაღებული დაპირისპირებების დროს ქვეყნების შერიგებას ცდილობდა და იზოლაციონიზმი დიდ ბრიტანეთს არასოდეს ხელს არ უწყობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები