პაკისტანში ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი მოკლეს

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ცნობილი პაკისტანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ჰურამ ზააკი მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ზააკი ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს მოკლეს, როდესაც ის ერთ-ერთ რესტორანთან მივიდა. ჟურნალისტს ცეცხლი გაუხსნეს ბოროტმოქმედებმა, რომლებიც იქ მოტოციკლებით მივიდნენ. კიდევ ორი ადამიანი – ჟურნალისტის მეგობარი და ქუჩაში გამვლელი მძიმედ დაიჭრნენ.
ზააკი ინტერნეტგამოცემის Let Us Build Pakistan-ის რედაქტორი იყო. პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტი მათ მოკლეს და ეს იყო „წითელი მეჩეთის“ ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე შურისძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები